სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაპარაცები რომან აბრამოვიჩის მეუღლის მუცელმა დააინტერესა - მაშა ჟუკოვა ორსულადაა

უცხოელი პაპარაცები ახლა კურნიკოვას მუცლის გადაღების მანიას შეეშვნენ და დროებით მილიარდერ რომან აბრამოვიჩის ცოლზე, დაშა ჟუკოვაზე არიან ორიენტირებულნი.

პრესა აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ დაშა ჟუკოვა ორსულადაა. ამ აზრამდე ჟურნალისტები დაშას ახალმა სურათებმა მიიყვანა, რომელიც ქალაქ მარბელშია გადაღებული. სურათებზე არტ-ჟურნალის გამომცემელი დაშა ჟუკოვა თავისუფალ ტანსაცმელშია ჩაცმული, ფეხზე კი ყველგან რბილი ფეხსაცმელები აცვია.

იგი აქამდე მხოლოდ წელში გამოყვანილ კაბებს იცვამდა და ქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიოდა. უფრო მეტი ეჭვის საფუძველი გამოიწვია მაშას ქმარმა რომან აბრამოვიჩმა, რომელიც საზოგადოების წინაშე ცოლისადმი დიდი სითბოთი არც არასდროს გამოირჩეოდა, ამჯერად კი აბრამოვიჩი თავის ცოლს ყოველ წამს კოცნიდა, მასთან ერთად ხელჩაკიდებული დადიოდა და ყველანაირად უფრთხილდებოდა.

პაპარაცებმა დაასკვნეს, რომ ამის მიზეზი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ორსულობა. შეგახსენებთ, რომ წვილს უკვე ჰყავს ერთი ბავშვი, სახელად აარონი, რომელსაც ახლახანს ორი წელი შეუსრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100