სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

HUAWEI Mate20 - ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონის გაყიდვები საქართველოშიც დაიწყო

რამდენიმე დღეა, რაც ქართულ ბაზარზე HUAWEI Mate20 გამოჩნდა და მისი შეძენა დღეიდან უკვე ნებისმიერ მსურველ შეუძლია. „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, წარმოადგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ - ასეთი შეფასება მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 სერიის სმარტფონებს. HUAWEI -ს სმარტფონები საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად - ეს მსოფლიომაც აღიარა.

HUAWEI Mate20 - ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონის გაყიდვები დაიწყო. კომპანიის ბოლოდროინდელი წარმატებები გულგრილს ვერც ქართველ მომხმარებელს ტოვებს. სმარტფონები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია, ქართველ მომხმარებელს საბოლოო არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაუადვილებს.

„HUAWEI Mate20 სერია შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მომხმარებლის საუკეთესო „მეგობარი“. ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეზიარონ სრულყოფილ ცხოვრებას. - განმარტავს HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ იუ და არცთუ უსაფუძვლოდ.

ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდით, 3X ოპტიკური ზუმით, 4K მხარდაჭერით, უახლესი პროცესორით, უნიკალური დიზაინით, კამერის ახალი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებით HUAWEI Mate20 სერია წარმოადგენს სრულყოფილებას ინოვაციური მოწყობილობების ინდსუტრიაში.

კომპანია HUAWEI, როგორც ყოველთვის ახლაც ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მათ HUAWEI Mate20 -თან ერთად განსაკუთრებულ საგარანტიო პირობებსაც სთავაზობს, რაც სხვა კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით, უფრო მომხიბვლელი და მომხარებელის ინტერესებზეა მორგებული.

კომპანია გაძლევთ საშუალებას, HUAWEI Mate20 სერიის სმარტფონების შეძენის შემთხვევაში, მიიღოთ 18 თვიანი საგარანტიო მომსახურება და დამატებით 6 თვიანი მობილურის ეკრანისთვის, კერძოდ, თუ ტელეფონის ეკრანი შემთხვევით დაგიზიანდებათ, დამატებითი საგარანტიო მოსამსხურების ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა დაზიანებული ეკრანი სრულიად უფასოდ შეცვალოთ, კომპანია HUAWEI აგინაზღაურებთ, როგორც ეკრანის, ისე ეკრანის შეცვლის მომსახურების ხარჯებს.

შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 032 2 422216, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და მიიღოს მნიშვნელოვანი და სრულყოფილი ინფორმაცია HUAWEI- სმარტფონების ახალი მოდელების, სერვის ცენტრების, მომსახურებისა თუ საგარანტიო პირობების შესახებ. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით, საფოსტო მომსახურებას სთავაზობს. გასათვალისწინებელია, რომ საფოსტო მომსახურება ცენტრიდან-მოხმარებლამდე პროდუქციის უფასო მიწოდებას ითვალისწინებს.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100