სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PSP ჯგუფმა კამპანიის “ერთად აღვადგინოთ ტყე“ ფარგლებში 500 ხე დარგო

PSP ერთ-ერთი პირველი შეურთდა კამპანიას „ერთდა აღვადგინოთ ტყე“. ბიზნესკომანიების გაერთიანება ტყის გადასარჩენად ბიზნეს ინფორმაციის საგენტოს ინიციატივით დაიწყო და ბორჯომის ხეობაში 2008 წლის ხანძრის შედეგად დამწვარი 250 ჰა ფართობის ტყის აღდგენას ისახავს მიზნად.

პსპ ჯგუფის წევრმა ქართულმა საწარმო „ჯიემპიმ“ 300, ხოლო „პსპ ფარმამ“ 200 ხე დარგო.„ჩვენი კომპანია ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ.

PSP ასევე პირველი გამოეხმაურა ცელოფნის პარკების წინააღმდეგ კამპანიას და უკვე 2 წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში ბიოდეგრადირებადი და ქაღალდის პარკებით ვემსახურებით მომხმარებელს.

წლების მანძილზე ჩვენმა თანამშრომლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის შემოგარენის განაშენიანებაში; „სამების“საკათედრო ტაძრის ეზოში უნიკლური ჯიშის ხეები დარგვაში. მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის აღდგენილ ტყეს ჩვენი 500 ხეც დაამშვენებს“- აცხადებენ პსპ-ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100