სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი ბიუჯეტი

ფული ყველას სჭირდება, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა. მითუმეტეს იმ რეალობაში, სადაც ხელფასები მოსახლეობის დიდ ნაწილს არასოდეს ჰყოფნის, მოთხოვნილება კი ყოველ დღე იზრდება. ალბათ, ხშირად გაგიგიათ მეზობლის, ახლობლის ან თანამშრომლის წუწუნი იმის შესახებ, რომ აღებულ და ნასესხებ თანხას ვეღარ აბრუნებს და ხშირად თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ადამიანების თუ კომპანიების მიმართაც კი აქვთ ხოლმე პრეტენზია, რომლებიც რთულ დროს დაეხმარნენ. „როგორ არ შეუძლია ცოტა ხანი მაცალოს, ჩემზე მეტი ხელფასი მაინც აქვს“ ან „რატომ უნდა გადავიხადო ეს პროცენტი“ და ასე შემდეგ...

რეალურად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ მეგობარმა, რომელმაც თანხა გასესხათ, ბუნებრივია მას უნდა ითხოვდეს უკან, რადგან მასაც აქვს გარკვეული ხარჯები და ფული მასაც სჭირდება. მეორე მხრივ, კომპანია, რომელიც გასცემს თანხას გარკვეული პირობების თანახმად, ასევე ბუნებრივია, რომ თანხის დაბრუნებას სთხოვდეს კლიენტს. თუმცა, იმ ადამიანის გაგებაც შეიძლება, რომელმაც მისდა სამწუხაროდ, ვერ გათვალა და გააკონტროლა თავისი შემოსავალი და ხარჯი თვის მანძილზე და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ სიტუაციაშიც ხვდებიან მომხარებლები, ამ ბლოგში. ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუ იმ ნიუანსზე ვისაუბრებთ, რომლის გამოც წარმოიქმნება ზემოხსენებული პრობლემები და რა უნდა გავაკეთოთ ასე რომ არ მოხდეს.

რატომ ვერ ვიხდით აღებულ თანხას თავის დროზე? - პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ ვიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია დავაბრუნოთ. ის მომხმარებლები, რომლებიც ხშირად მიმართავენ ონლაინ სესხებს, გვირჩევენ, რეალურად, აღვიქვათ და ადეკვატურად შევაფასოთ ჩვენი ყოველთვიური ბიუჯეტი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისესხოთ თანხა.

მოკლედ რომ ვთქვათ, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა და მიღებული გადაწყვეტილება იქნება ეს ფულის სესხება თუ სხვა რამ, სხვას არ უნდა გადავაბრალოთ.

ფული, ყველას სჭირდება და მაშინ , როცა იმაზე მეტია საჭირო ვიდრე კონკრეტულ მომენტში გვაქვს, სრულიად ბუნებრივია, ადამიანმა მიმართოს იმ გზას, რომელიც ყველაზე ოპტიმალური და მისაღებია მისთვის. მთავარია, ზედმიწევნით გავეცნოთ პირობებს და არ გადავაჭარბოთ იმ რაოდენობას, რასაც ხელფასის სახით ვიღებთ.

თუ მაინც მოხდა ისე, რომ კონკრეტულ დღეს არ აქვს მომხმარებელს სესხის გადახდის რესურსი, ccloan.ge აძლევს მას საშუალებას გადაავადოს კრედიტი გარკვეული პერიოდით და თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო სიტუაციები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100