სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კრუიფი, რომელიც მეოც საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იყო აღიარებული, კიბოსთან ბრძოლას ემსხვერპლა. ის ბარსელონაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. იოჰან კრუიფმა საფეხბურთო კარიერა ამსტერდამის "აიაქსში" დაიწყო. 1973 წელს ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადავიდა. ამის შემდეგ კრუიფი ამერიკაში მოღვაწეობდა, კარიერა კი მშობლიურ "აიაქსში" დაასრულა. ის სამჯერ ფლობდა ოქროს ბურთს (1971, 1973, 1974 წლებში), საკლუბო დონეზე ჩატარებულ 514 მატჩში გატანილი აქვს 290 გოლი. 1974 წლის მსოფლიო თასზე კი კრუიფმა ჰოლანდია ფინალში გაიყვანა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო. ნაკრების შემადგენლობაში მან 48-ჯერ ითამაშა და 33-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 1992 წელს მან „ბარსელონასთან“ ერთად, ამ კლუბის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. 2003 წელს იოჰან კრუიფი საუკეთესო ჰოლანდიელ ფეხბურთელად აღიარეს. მის შემდეგ"აიაქსში" 14 ნომრით აღარავის უთამაშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100