ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთხელ მიულოცა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია შვედეთის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მედიის თავისუფლების, გარემოს დაცვის, ძლიერი და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების კუთხით.
მანვე მადლობა გადაუხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესებში შვედეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო.
შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღინიშნეს საქართველოში შვედ მეწარმეთა და ინვესტორთა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობა.
კომენტარი