სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ობამას რესპუბლიკელები უპირისპირდებიან

პრეზიდენტ ობამას, ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემები საკუთარ ქვეყანაში შეექმნას. რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაზე აქცენტირებულ პრეზიდენტს აშშ-ში ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ბევრი აკრიტიკებს.
დფდსფსდფსდ
როგორც ცნობილია, ობამა თავის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიღწევად რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თვლის. მან და მედვედევმა ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას აპრილში, პრაღაში მიაღწიეს. აშშ-ს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას წლის ბოლომდე მოახერხებს.
დფდსფსდფსდ
ობამას ამ შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდნენ რესპუბლიკელი სენატორები და განაცხადეს, რომ წინააღმდეგი არიან რატიფიკაციის და სურთ, რომ შემდეგ წელს ის სენატმა განიხილოს.
დფდსფსდფსდ
ეს საკითხი საკმაოდ რთულია საიმისოდ, რომ ასე სასწრაფოდ გადაწყდეს – განაცხადეს ობამას ოპონენტებმა. თეთრმა სახლმა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოსვლის შემდეგ, სასწრაფოდ გააკეთა ოფიციალური განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
დფდსფსდფსდ
ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ეს შეთანხმება აუცილებელია რუსეთთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად. რატიფიკაციის წარუმატებლობას კი, ნეგატიური შედეგები მოჰყვება.
დფდსფსდფსდ
რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი ირონიულად შეხვდა ამ განცხადებას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთს ობამასაგან სხვა საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა და დათმობებიც სურს. კერძოდ, რუსეთისთვის ყველაზე საჭირბოროტო თემაა გაწევრიანება საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100