სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის კარაოკე-ბარში მთვრალმა გოგონამ სამი პოლიციელი სცემა

ინციდენტი ოთხშაბათს, დაახლოებით 14.00 საათზე, მოსკოვის ერთ-ერთ კარაოკე-ბარში მოხდა, რომელიც ახალ არბატზე მდებარეობს. ბარს „ოკტიაბრსკაია“ ეწოდება: დაკავების დროს მთვრალმა გოგონამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამ პოლიციელს და ამ უკანასკნელთ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ის დაეკავებინათ.

პოლიცია ბარში გამოძახებით მივიდა და აღმოაჩინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გოგონა ბარში დემონსტრაციულად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს: იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა.

როცა პოლიციელებმა ქალს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, მთვრალმა მათ ხელითა და ფეხით ცემა დაუწყო. როგორც ჩანს, ის პოლიციელებს მთელი ძალითა და გააფთრებით ურტყამდა - ერთ-ერთს სამედიცინო დახმარების მისაღებად ამბულატორიაში მისვლაც კი დასჭირდა.

საბოლოოდ, გოგონა დააკავეს და განყოფილებაშიც გადაიყვანეს. მას ბრალი ედება რფ-ის სსკ-ს 318 მუხლით წაუყენეს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობრივ ქმედებას გულისხმობს და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100