სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე არ გადმოსულა, ის საქართველოშია" - უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი სააკაშვილზე

უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სამი დღის წინ შეკრიბა ოფისის თანამშრომლები და გადაწყვეტილების შესახებ გააცნო.

"მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წავიდა და მიხარია, რომ დილა მშვიდობისა უსურვა ქართველ ხალხს ბათუმიდან. ჩემი ინფორმაციით, იყო ბათუმში, მაგრამ ახლა სად არის, არ ვიცი.

სამი დღის წინ ჯგუფი შეგვკრიბა და შეგვატყობინა საქართველოში წასვლის შესახებ. მან თქვა, რომ ახლა საქართველოში სერიოზული სიტუაციაა და აუცილებლად უნდა იყოს იქ. თქვა, რომ საქართველოს სჭირდება მისი დახმარება, რადგან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომლის ჩატარებაც მის გარეშე რთული იქნებოდა. გუშინ საღამოს შემდეგ ის ოფისთან კავშირზე არ გამოსულა. როცა ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ გადმოსულა, ეს არ ნიშნავს, ის საქართველოშია,"- აცხადებს მარია ბარაბაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100