„ვენდი“ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებს „რაგბი მენიუს“ სთავაზობს
ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებულად გემრიელი შეთავაზება აქვს. „რაგბი მენიუ“, რომელსაც „ვენდი“ კერძების გამოძახების სერვისით მოსარგებლე მომხმარებელს 28 სექტემბრიდან სთავაზობს საგულშემატკივრო, ნოყიერი კერძების გარდა, წამახალისებელი აქციითაცაა მიმზიდველი, რომლის სუპერ პრიზი - მოგზაურობა ბარსელონაში ორ ადამიანზე საყვარელი რაგბის ნაკრების საქომაგო განწყობას კიდევ მეტად ამაღლებს.
2 ნოემბრის ჩათვლით 18 + ნებისმიერი პირი, რომელიც „ვენდის“ „რაგბი მენიუს“ შეუკვეთავს მობილური
აპლიკაციითა თუ ვებ გვერდით GlOVO-ს, WOLT-ის თუ MENU.ge-ს საშუალებით,
მენიუს შემადგენლობაში შეთავაზებული ქართული ხორცითა და პურით დამზადებული
უგემრიელესი ბურგერის, დიდი ზომის ფრის და ლუდი ,,ესტრელას“ (0.5 ლ.)
გარდა, მონაწილეობას მიიღებს წამახალისებელ აქციაში. საკვების გამოძახების სერვისით მოსარგებლე „რაგბი მენიუს“ ყოველი
50-ე მომხმარებელი დასაჩუქრდება რაგბის მაისურით, რაგბის ბურთით ან 24 (0.5
ლ-იანი) ქილა ლუდი ,,ესტრელას“ შეკვრითა და ბრენდირებული ჭიქით. ის მომხმარებელი კი, ვინც კამპანიის განმავლობაში
შეიძენს „ვენდის“ ყველაზე მეტ „რაგბი
მენიუს“ ,,ესტრელასგან“ და „ვენდისგან“ საჩუქრად მიიღებს საგზურს ბარსელონაში ორ
ადამიანზე და ბარსას თამაშზე დასასწრებ ორ ბილეთს.
„ვენდის“ ყველაზე სპორტული აქცია მიმდინარეობს როგორც
თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და გორში.
კომენტარი