სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შუასაუკუნეების ზომბები საფლავებიდან დგებოდნენ

ირლანდიაში არქეოლოგების მიერ გაკეთებული აღმოჩენები ადასტურებენ ლეგენდას „მკვდრეთით აღდგომის“ შესახებ. მეცნიერებმა გათხრებისას ორი უჩვეულო ფორმით დაკრძალული ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. მამაკაცები დაკრძალულნი იყვნენ შავი ქვით პირში. მკვლევარების ინფორმაციით, ასე მარხავდნენ ადამიანებს, რათა გარდაცვალების შემდეგ ზომბებად არ ქცეულიყვნენ და საფლავებიდან არ წამომდგარიყვნენ. ჩონჩხები მერვე საუკუნის ადამიანებს ეკუთვნით.

Sligo–ს ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენელი, კრის რიდი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობდა, ჰყვება, რომ 40–60 წლის კაცისა და 20 წლის ახალგაზრდის ჩონჩხების ყბის ძვლებს შორის დიდი შავი ქვები იყო ჩაჭედილი.

ვინაიდან ეს ორი მამაკაცი გვერდიგვერდ იყო დაკრძალული, არქეოლოგებმა ივარაუდეს, რომ საქმე „შავ სიკვდილთან“ ჰქონდათ – ჭირით გარდაცვლილებს საერთო საფლავებში მარხავდნენ.

მითი ვამპირების შესახებ XIV –XVI საუკუნეებში ჩნდება და შავ ჭირს უკავშირდება – დაავადებულები ვამპირები ეგონათ. ცოცხლებს თავს არიდებდნენ, გარდაცვლილებს კი პირში ქვებს უდებნენ და ისე მარხავდნენ. საინტერესოა, რატომ ჰქონდა პირში ქვა მერვე საუკუნის ჩონჩხს. მეცნიერები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ იმ პერიოდში პირი სულის სხეულში შესვლისა და გასვლის „კარიბჭედ“ მიაჩნდათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პირები ამოუქოლეს იმ მიზნით, რომ სული უკან არ დაბრუნებულიყო და შავი ჭირით დაავადებული ზომბები ადამიანებს თავს არ დასხმოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100