სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინცესა დაიანას ფსიქოლოგმა გააკეთა პროგნოზი, თუ რამდენ ხანში დაშორდებიან ერთმანეთს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრება ხალხისთვის საყვარელი განხილვის საგანია და ეს მხოლოდ ინგლისში არ ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბუკინგემის სასახლის ბინადრები და მათი ნათესავები ყოველთვის წარმოადგენენ საზოგადოების ინტერესის საგანს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლიზე იქორწინა.

ახლა გაორმაგებული ინტერესით საუბრობენ იმაზე, თუ როდის გდაორსულდება სასეკსის ჰერცოგინია, როგორი ურთიერთობა აქვს მას დედოფალ ელიზაბეთ II-სთან, რამდენად ბედნიერები არიან მეგანის ნათესავები მარკლის "კონკიას ისტორიით" და ა.შ. კიდევ უფრო ბოროტი ენები იმაზეც საუბრობენ, რომ პრინცი ჰარი მალევე დაშორდბა მეუღლეს, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ შეირთო.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ირწმუნება, რომ ჰარი და მეგანი მალე დაშორდებიან, საიმონა სიმონსია, რომელიც თავის დროზე პრინცესა დაიანას პირადი ფსიქოლოგი იყო. მისივე განმარტებით, წყვილის დაშორების მიზეზი მარკლის ნათესავები იქნებიან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტალახს ესვრიან ახალ ჰერცოგინიას.
"ყველაზე ბოროტი ადამიანებიც კი ვერ მოექცევიან მეგანს ისე, როგორც საკუთარი ოჯახი ექცევა" - განაცხადა სიმონსმა.
ფსიქოლოგის პროგნოზით, მეგანი დაშორებამდე ჰარის ორ შვილს გაუჩენს, ქორწინებიდან სამი წლისთავზე კი ერთად აღარ იქნებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100