თიბისი ბანკის კამპანიისთვის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალი ვერსიები შეიქმნა
თიბისი ბანკმა საუკეთესო მომსახურების საკომუნიკაციოდ ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ინსპირაციის წყარო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მოდი აქ“ გახდა. შეიქმნა სიმღერის 11 ახალი ქავერ ვერსია, რომელთა ნაწილი სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში უკვე გამოჩნდა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდიც, სადაც ვიდეორგოლები იქნება განთავსებული. www.modiaq.ge იდეა კრეატიულ სააგენტო „Holmes&Watson”-ს ეკუთვნის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალ ვერსიებზე კი კომპოზიტორმა გიორგი მახნიაშვილმა იმუშავა.
ახალი კამპანია თიბისი ბანკის პროექტის „ვინც არ უნდა იყო“ გაგრძელებაა. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ სივრცეში ტესტები გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, 4 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გაერკვია, 12 სხვადასხვა ტიპის ადამიანიდან რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა. შედეგად, ტესტი 12 სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანს ავლენდა: ხელოვანი, გმირი, მზრუნველი, მეამბოხე, ჯადოსნური და სხვა. იდეა ის იყო, რომ თიბისი ბანკი მათ ყველას განურჩევლად საუკეთესო მომსახურებას სთვაზობდა.
„ვინც არ უნდა იყო“ კამპანიის გაგრძელებაა 12 არქეტიპის შესაბამისი მუსიკის შექმნაც. ერთ-ერთ არქეტიპს, ჯადოსნურს ირაკლი ჩარკვიანის ორიგინალური მუსიკა მოერგო, დანარჩენი 11 არქეტიპისთვის კი ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსია შეიქმნა: მათ შორის ჯაზი, რეპი, ოპერა, სოული და ა.შ. გადაღებებში მონაწილეობა 70-მდე მსახიობმა მიიღო. მეტი ინდივიდუალურობისთვის თითოეული მათგანის იმიჯსა და ჩაცმულობაზე დიზაინერმა იკა ბობოხიძემ იზრუნა.
სიმღერების სრულ ვერსიებს დაინტერესებული მსმენელი ნოემბრიდან ახალ ალბომში უნდა ელოდოს.
კომენტარი