სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა ტელეფონით?

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. ამ ინფორმაციას ღარიბაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს. პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის, რომლის ერთ-ერთი დადასტურებაც იყო ფრანსუა ოლანდის ვიზიტი საქართველოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100