10 თვის წინ გაუჩინარებული დარეჯან იასამიძის ოჯახის ულტიმატუმი სამართალდამცველებს
10 თვის წინ
გაუჩინარებული დარეჯან
დიასამიძის ოჯახმა
ბათუმში , იუსტიციის
სახლის წინ
ქუჩა რამდენიმე
წუთით გადაკეტა.
როგორც დარეჯან
დიასამიძის დედა
ლამზირა მახარაძე
აცხადებს, სამართალდამცველი
სტრუქტურის მაღალჩინოსნებს
გამოძიებიასთან დაკავშირებით
პასუხების გასაცემად
დრო პარასკევამდე
აქვთ.
"გაფრთხილება
მივეცით ხელისუფლებას, გადავკეტეთ გზა. პარასკევს დილიდან დავიწყებთ ფართომასშტაბიან
საპროტესტო
აქციებს. ალექსანდრე ჭიკაიძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ შეგვხვდებოდა, თუმცა სამდღიანი ლოდინის შემდეგაც მასთან შეხვედრა ვერ ხერხდება",
- აცხადებს
ლამზირა მახარაძე.
როგორც დაკარგული გოგონას მამა, ამირან დიასამიძე აცხადებს, 28 მაისს ალექსანდრე ჭიკაიძესთან შეხვედრას შეჰპირდნენ, თუმცა, მოატყუეს.
"ალექსანდრე
ჭიკაიძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პარასკევს შემხვდებოდა. მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ჯერაც არ მიგვიღო შეხვედრაზე. გზის გდაკეტვა გაფრთხილებაა. პარასკევამდე დაველოდებით სამართალდამცველების
პასუხს გამოძიების მიმდინარეობასთან
დაკავშირებით,
შემდეგ კი აქციებს გავმართავთ",
- განაცხადა
ამირან დიასამიძემ.
კომენტარი