სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეებს“ ტოვებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მორიგ გადაღებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუმცა დეპის მიერ, ფილმის დატოვების მიზეზი, სულაც არ უკავშირდება სკანდალს.

მსახიობისთვის ამჯერად პრიორიტეტული „მეკობრეების“ რეჟისორთან, რობ მარშალთან ერთად ახალ პროექტზე - „დახვეწილი ადამიანის“ რიმეიქზე მუშაობაა.

დეპიც და მარშალიც დარწმუნებულები არიან, რომ ჰოლივუდის კინოკლასიკის თანამედროვე ვერსიას მაყურებელი დიდი ინტერესით შეხვდება.

„დახვეწილი ადამიანის“ ორიგნალური ვერსია 1934 წელს და ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, მრავალი პრიზიც დაიმსახურა. ანალოგიურ და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ელოდებიან კრიტიკოსები რობ მარშალისა და ჯონი დეპის ერთობლივი ნამუშევარისგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100