სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რითი სჯობს მარტოობა პარტნიორის ყოლას?

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის ყოველთვის იმართება პატარა დისკუსიები იმაზე, რა სჯობს? გყავდეს საყვარელი ადამიანი, იცხოვრო მის გვერდით დიდხანს და ბედნიერად, თუ ეს წარმოუდგენელია, და უმჯობესია, მარტო იყო, სხვადასხვა პარტნიორების ცვლაში.

ბუნებრივია, ორივე მხარეს აქვს არგუმენტები თავიანთი პოზიციის გასამყარებლად: პირველნი ამტკიცებენ, რომ მამაკაცის გარეშე ქალის სრულფასოვანი არსებობა წარმოუდგენელია და უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვნოთ ცხოვრების თანამგზავრი, რათა მარტო არ დავრჩეთ. ყველა ქალისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ძლიერი, საიმედო და კარგი პარტნიორის ყოლა, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა რა ვქნათ მაშინ, როცა არ გვიმართლებს და ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ სასურველი მამაკაცი?

მარტოობისას თავის დასამშვიდებლად ათასგვარ ხერხს წავაწყდებით ჟურნალებში, მოვისმენთ მეგობრებისგან: დიახ, ჩვენ შეგვიძლია ის ძვირფასი დრო, რომელიც მამაკაცს უნდა დაახარჯო, მხოლოდ საკუთარ თავებს მივუძღვნათ, თავი გავანებივროთ, გვქონდეს უამრავი საინტერესო თავგადასავალი, თუმცა სინამდვილეში თავის დამშვიდება საჭირო არცაა. ქალები, რომლებიც საყვარელი კაცის გარეშეც ისეთივე ბედნიერები და ლაღები არიან, როგორც მასთან, მართლა არსებობენ.

დიახ, ეს შესაძლებელია. უბრალოდ ამისთვის საჭიროა ბევრი ფლირტი, ბევრი ყურადღება მამაკაცებისგან და შეგრძნება იმისა, რომ ყველასთვის სასურველი ქალი ხარ. რაც მთავარია, მთელი სიამოვნება წინ გაქვს – ჯერ ისევ გამოუყენებელი შანსი იმისა, აირჩიო სასურველი პარტნიორი და გაიხანგრძლივო პირველი პაემნით გამოწვეული სიამოვნება..

უბრალოდ, საჭიროა, საკუთარ თავს ხშირად შევახსენოთ – ის ბედნიერებები, რაც ჯერ არ გამოგვიცდია, უბრალოდ წინ გველოდება!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100