სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოგიწევთ შეეგუოთ ახალ პირობებს, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, არის მოულოდნელი არასასიამოვნო მომენტებიც, მთვარია არ აჰყვეთ შფოთსა და პანიკას.

კურო

დღეს გარკვეულ დაბრკოლებებისა და დაპირისპირებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. თუ იქნებით ფხიზლად და მოვლენებს დადებით ჭრილში განიხილავთ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს.

ტყუპები

შეეცადეთ შეიძინოთ ახალი გამოცდილებები და ჩვევები, მოიძიეთ ახალი მეკავშირეები, შეცვალეთ თამაშის წესები და მიჰყევით ცხოვრების დინებას.

კირჩხიბი

უფრთხილდით ჭორიკანა, შურიან და არაკეთილგანწყობილ ადამიანებს, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, აკონტროლეთ სიტუაცია, არ დაუშვათ ტკივილი და წყენა მოგაყენონ. იყავით პოზიტიური მუხტის გამავრცელებელი.

ლომი

მოემზადეთ ცხოვრების ახალი შემოთავაზებებისთვის, იცოდეთ რომ ნებისმიერი სახის სიახლე, აუცილებლად აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზეც. ურთიერთოები შესაძლო ახალ ეტაპზე გადავიდეს.

ქალწული

დღეს ჯობია მხოლოდ აუცილებელი საქმეებით შემოიფარგლოთ, ნუ იტვირთავთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. ამ პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება მუშაობის პროცესში, ნუ გადაიტვირთებით.

სასწორი

მოსალოდნელია სტატუსის შეცვლა, შესაძლოა ეს იყოს პირად ურთიერთობასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული. პოზიტიური აზროვნება და თავდაჯერებულობა ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ.

მორიელი

წარმატებას მოგიტანთ ახალი ურთიერთობები და ცხოვრებას უფრო გონივრულად შეხედავთ. ინტუიცია დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ და მიიღოთ რეალობა გააზრებულად.

მშვილდოსანი

სასწრაფოდ მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სამყარო თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, ჰარმონიულად ვითარდება როგორც პირადი ასევე კარიერული ცვლილებები.

თხის რქა

იზრუნეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებსა და ნიუანსებზე, ახლა გაქვთ შანსი სწრაფად და იოლად მოაგვაროთ ყოველივე.

მერწყული

სიმშვიდე და ზომიერება არის დღეს მთავარი ყველგან და ყველაფერში. თავშეკავებულობა გმართებთ უცნობების მიმართ. უარის თქმა არაფრის მომტან ურთიერთობებზე ახალ სასიკეთო პერსპექტივებსა და ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში .

თევზები

შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზმა გაგახაროთ. ყურადღებით მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებსა და სამყაროსეულ მინიშნებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100