პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში
პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.
„პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმა საცალო საბანკო ბრენდმა, რე|ბანკმა და პაშა ბანკის ზრდის ამბიციურმა სტრატეგიამ, როგორც კორპორაციული, ისე მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტების თვალსაზრისით, საჭირო გახადა, შეგვექმნა უფრო დიდი და თანამედროვე სამუშაო გარემო ჩვენი გუნდისთვის. არჩევანი აქსის თაუერსზე შეჩერდა და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლები ახალ, მსოფლიო დონის სამუშაო სივრცეში განაგრძობენ საქმიანობას“,- განაცხადა პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, არდა იუსუფ არკუნმა.
პაშა
ბანკი საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის
საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
პაშა
ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალური,
პერსონიფიცირებული მიდგომით, რაც სერვისით კმაყოფილი კლიენტების რაოდენობის მუდმივ
ზრდას განაპირობებს.
კომენტარი