სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იეჰოვას მოწმეს სასამართლო ელის: სამედიცონო დახმარებაზე უარით მან შვილი გაწირა

51 წლის ქალს, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ვაჟისათვის სამედიცინო დახმარებაში ხელშეშლა ედება ბრალად. შედეგად, მოზარდი გარდაიცვალა.

11 წლის მოზარდი, ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ქირურგია-ტრავმატოლოგიის ცენტრში გასული წლის ოქტომბერში მოათავსეს.

ბავშვის დედამ, რომელიც რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ წევრი აღმოჩნდა, „საკუთარი რელიგიური მოსაზრებების“ გამო, ექიმებს ბავშვისთვის სისხლის გადასხმა აუკრძალა.

ექიმებმა საჩივრით სასამართლოს მიმართეს, რომელმაც გასცა ნებართვა მკურნალობა მშობლის ნებართვის გარეშე დაეწყოთ, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ქალბატონს ქალაქიდან გასვლა ეკრძალება. მას ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„იეჰოვას მოწმეები“- ქრისტიანული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში 6 მლნ-მდე მიმდევარი ჰყავს. ჩინეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, სამხრეთ კორეაში, საუდის არაბეთში, ტაჯიკეთში, ირანში, ირაყსა და ის სექტადაა აღიარებული და რიგ ქვეყნებში ორგანიზაცია სექტადაა გამოცხადებული და საქმიანობა აკრძალული აქვს.

ინფორმაციას, რუსეთის შსს-ზე დაყრდნობით „BBC” ავრცელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100