სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ს სენატორების ღია წერილი ივანიშვილს

ამერიკელი სენატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ.

"ფორინ ფოლისის" მიერ გავრცელებულ წერილში სენატორები ჯინ შეჰინი, ჯო ლიბერმანი, ჯემის რიჩი, ლინდსი გრეჰემი და ჯონ მაკკეინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავებების და დაკითხვების გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირდებიან.

“ჩვენ ვწერთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ქმედებები პოლიტიკურად იყოს მოტივირებული და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის განხორციელებული. ჩვენ გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შერჩევითი სამართალი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ”,- ნათქვამია წერილში.

სენატორებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებაზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყოფილ მაღალჩინოსნებს კრიმინალები უწოდა. ღია წერილში სენატორებმა აღნიშნეს, რომ ადამიანებში ბრალეულობას მხოლოდ სასამართლო უნდა წყვეტდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100