სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

82 წლის ჯორჯ სოროსი 40 წლის ქალბატონზე დაქორწინდება

82 წლის მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა კვირას, 12 აგვისტოს საკუთარი 82 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. იგი დაინიშნა 40 წლის ტამიკო ბოლტონზე, რომელიც იოგას ინსტრუქტორი გახლავთ.

როგორც სააგენტო Routers იუწყება, სოროსისთვის ეს მესამე, მისი რჩეულისთვის კი მეორე ქორწინება იქნება.

აღნიშნული სიახლე მილიარდერმა ვიწრო წრეში, ახლობლებსა და მეგობრებს, ნიუ-იორკის საზაფხულო რეზიდენციაში გაუმხილა. როგორც ცნობილია, სოროსმა თავის რჩეულს ვარდისფერი ოქროსგან შექმნილი ბეჭედი აჩუქა, რომელიც პლატინის ბუდეში ჩასმული Graff-ის ბრილიანტით არის დამშვენებული. ქორწინების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლტონი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში განქორწინდა, სოროსს კი ორი წარუმატებელი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100