სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 -დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00- დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა, ვირსალაძის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სამგორის, მანავისა და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 12:00 -დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ჩაქვის, წიკლაურისა და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 -დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალისა და გულუას ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 - დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 -დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არდაზიანის, ვაზისუბნის, არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, გაბრიელ ისაკაძისა და ოჩამჩირის ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100