სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს - დაჭრისას ის მცირეწლოვან შვილთან ერთად ლიფტში იმყოფებოდა

ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა. ლიფტში იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ქალს რამდენიმე ჭრილობა სავარაუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. ჩვენმა ბრიგადამ იგი კლინიკა “ბაო”-ში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, საავადმყოფომდე დაჭრილი კონტაქტური იყო”,-განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100