სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ ბექჰემის ყოფილი საყვარელი ფეხბურთელის შესახებ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ესპანეთის კლუბ „რეალ მადრიდის“ ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი არსებობდა მისი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2004 წელს მის ასისტენტთან რებეკა ლუსთან რომანის შესახებ ჭორები, რომლის შესახებაც თავად გოგონამ უამბო საზოგადოებას და მტკიცებულებად ფეხბურთელთან მიმოწერაც გაასაჯაროვა.

რებეკა ახლა 40 წლის მოდელია და ახალი ცხოვრება წლების წინ დაიწყო. ბექჰემთან რომანი თითქოს წარსულს ჩაბარდა და დავიწყებას მიეცა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პიარის სპეციალისტი მაქს კლიფორდი ლუსს სთავაზობდა მილიონ ფუნტ სტერლინგს, თუ ის ბექჰემთან სექსის დროს ჩუმად გადაიღებდა ვიდეოს ჩანაწერს. რებეკამ ემა ბრენტის შოუში გულახდილად ისაუბრა იმ თემებზე, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ასევე ახსნა მიზეზი, თუ რატომ თქვა უარი სექსის ამსახველი კადრების გადაღებაზე. როგორც ლუსი აცხადებს, მისთვის საკუთარი რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, ვიდრე ნებისმიერი რაოდენობის თანხა.

რაც შეეხება პიარის სპეციალისტ მაქს კლიფორდს, ის ერთი თვის წინ გარდაიცვალა ციხეში, სადაც სასჯელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის იხდიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100