სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 15 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს - სამართალდამცველები ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ეძებენ

გაბრიელ სალოსის გამზირზე უკვე 15 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები და სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობენ, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია. სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.

გამთენიის 05:00 საათიდან მიმდინარეობდა შტურმი, რომელიც დაახოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. შტურმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია", - აცხადებენ სუს-ში.

სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი მანქანაც შევიდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სხვა ბრიგადებიც, ასევე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დილით კი სპეცოპერაციის ადგილზე პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილით სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100