სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში ორი მოპედი და ერთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ბათუმში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ორი მოპედი და ერთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყანა. ექიმების ინფორმაციით, მძღოლები მსუბუქად იყვნენ დაშავებული, ამბოლატორიული მომსახურება გაეწიათ და საავადმყოფო მალევე დატოვეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები იმყოფებოდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100