სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხორვატიაში მსაჯმა გარდაცვლილი ფეხბურთელი გააფრთხილა

მორიგი ტრაგედია საფეხბურთო მოედანზე: ამჯერად ხორვატიის ჩემპიონატში ფეხბურთელი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

“მლადოსტის” 32 წლის მცველი გორან ტუნიჩი მოულოდნელად დაეცა ბალახზე, რის გამოც არბიტრისგან ყვითელი ბარათი მიიღო. მსაჯს უფიქრია, მოთამაშე სიმულანტობს და გაფრთხილებაც ეკუთვნისო. თუმცა ბარათმომარჯვებული არბიტრი მალე ექიმების და სხვა ფეხბურთელების გარემოცვაში აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, გორან ტუნიჩი სიმულაციას კი არა, სიკვდილს ებრძოდა...

სამწუხაროდ, ფეხბურთელის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა – ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მედიკოსები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რატომ შეემთხვა ასეთი უბედურება ტუნიჩს, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია კი მსაჯს ალბათ მკაცრად დასჯის ვითარების სათანადოდ ვერშეფასებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100