სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უმძიმესი დღეებია ჩვენთვის" - ასე იხსენებს გიორგი თარგამაძე ლევან ჩხაიძეს

ასე იხსენებთ გიორგი თარგამაძე ლევან ჩხაიძეს:
"შეიძლება ბევრმა არ იცის რატომ ვეძახდით ლევანს - ჯაკოს. წლების წინ ტვ იმედში მუშაობის დაწყებამდე რადიო ,,ჯაკო" - ში მუშაობდა.
იქიდან ავიყვანეთ. მალე ნიუსრუმის და მთლიანად ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა და სპორტულ ამბებს უძღვებოდა. უნდა გამოვტყდე, რომ პოლიტიკურ ჟურნალისტიკასთან ნაკლებად ვაკავშირებდი და მათე კირვალიძის ( ნიკოლოზ ონელი) განსაკუთრებულ დამსახურებად მიმაჩნია ჯაკოს პოტენციალის შემჩნევა და გამორჩეულ ტელერეპორტიორად და წამყვანად მისი ტრანსფორმაცია ( დღეს მათეს ყველა ჩვენგანზე მეტად უჭირს).
რათქმაუნდა, ტვ პირველის და მისი თანამშრომლების როლი ყველაზე მნიშვნელოვანია იმ მედიასახის ფორმირებაში, როგორადაც ქართველ ტელემაყურებელს ლევანი ყოველთვის ემახსოვრება.
ბოლო წლებში, მე იშვიათად შემხვედრია პოლიტიკური სასაუბრო ჟანრის ისეთი მზარდი წამყვანი როგორიც ჯაკო იყო: სხარტი, სწრაფი აზროვნებით, მომენტალური რეაქციით, მკაფიო მეხსიერებით და კვალიფიციური აგრესიულობით გაჯერებელი სტილით. ვწუხვარ, რომ მისთვის ამ ჩემი შეფასების მხოლოდ ნაწილი მაქვს ნათქვამი, მინდოდა რომ მუდმივი ზრდის მოტივაცია დიდხანს შეენარჩუნებინა.
უმძიმესი დღეებია ჩვენთვის და ყველას თანაგიგრძნობთ, ვისაც გული გწვყდება, რომ ჯაკოს გულწრფელი ღიმილითა და სიცოცხლის ნაპერწკლებით სავსე თვალებს ვეღარ დავინახავთ..
ღმერთმა სამუდამო განსასვენებელი დაუმკვიდროს!" - წერს ყოფილი ტელეწამყვანი და პოლიტიკური მოღვაწე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100