სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა კიკნაველიძე: „ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის“

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დეპუტატობის კანდიდატი კლდეეთის, პირველი და მეორე სვირის, სოფელ როდინაულისა და სოფელ ცხენთაროს მოსახლეობას შეხვდა. კიკნაველიძემ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. „ჩვენ ყველამ ერთად დავამტკიცეთ, რომ ზესტაფონის და ზესტაფონელების არჩევანი არის თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ ხმა მივეცით პროგრესს და უკეთეს მომავალს. ზესტაფონში ვთანხმდებით, რომ უკან, წარსულში დაბრუნების დრო არ არის. 30 ოქტომბერს თითოეული ჩვენგანის ხმა გადამწყვეტია, 30-ში თითოეული ჩვენგანი ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას მაქსიმალური აქტიურობისკენ“- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100