სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩაძირული თბომავლიდან რვა ცხედარი ამოიყვანეს

მდინარე ვოლგაზე თბომავალ „ბულგარეთის“ ჩაძირვის ადგილზე მომუშავე მაშველებმა 11 ივლისს, დილით 8 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილები ჩაძირული ხომალდის ბორტზე იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე სულ 49 მყვინთავი მუშაობს. სამაშველო–სამძებრო საქმიანობაში ჩართულია რვა ვერტმფრენი და სპეციალური ტექნიკა. საერთო ჯამში, 8 ჯგუფი ნაპირზე მუშაობს, ხოლო 19 სამძებრო სამუშაოებს მიმდებარე კუნძულებზე ატარებს.

ტრაგედიის მიზეზებზე სასწრაფო გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა და საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. რუსულ პრესაში უკვე გაჩნდა ვარაუდები იმის შესახებ, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ტრაგედია. ერთ–ერთი ვერსიით, "ბულგარეთზე" 182 მგზავრის ყოფნა დაუშვებელი იყო, რადგან ამან ხომალდის გადატვირთვა გამოიწვია. მეორე ვერსიით კი, ტრაგედიამდე ორი კვირის განმავლობაში თბომავლის ძრავები რეგულარულად გამოდიოდა მწყობრიდან, რამაც სავალალო შედეგი გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100