სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 დღიანი ომის მეორე დღე - "ოცნების" ლიდერები მუხთაგვერდის სასაფლაოზე მხოლოდ დღეს მივიდნენ

5 დღიანი ომის მეორე დღე - "ქართულმა ოცნებამ" აგვისტოს ომის დაწყების თარიღიც კი სადავო გახადა. ომის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, ხელისუფლება დღემდე რუსული ნარატივით ამტკიცებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობებზე სახელმწიფო დროშები მხოლოდ დღეს დაუშვეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული გმირები განისვენებენ, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე არიან მისულები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძე "პირველების" კითხვას თუ რატომ აღნიშნავს ხელისუფლება ომის დაწყებას 8 აგვისტოს და არა 7-ში, არ პასუხობს და ჟურნალისტებს კომპეტენციას უწუნებს.

ძალიან გთხოვთ, გეყოთ კომპეტენცია და კარგად გაიაზროთ რომ არ დააზიანოთ ქვეყანა თქვენი შეკითხვით, - თქვა ბურჭულაძემ.

დაღუპული გმირების ოჯახის წევრები რუსულ სისასტიკეს იხსენებენ.

14 წელი გავიდა ჩვენი უბედურებიდან. მეოთხე ქვეითი ბრიგადა, კაპიტანი ალექსანდრე თანდაშვილი. 19 წლიდან სულ ჯარებშ მსახურობდა, 9 აპრილს მოიწამლა, აფახეთში ომში მძიმედ დაიჭრა, მოიარა ერაყო და მეოთხე ბრიგადაში დაასრულა სიცოცხლე, - ამბობს ერთ-ერთი გმირის დედა.

რუსეთის რეგულარული ძალები საქართველოში 7 აგვისტოს შემოიჭრა. 8 აგვისტოს 36 ქართული სოფელი უკვე დაბომბილი იყო. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100