დაკავებული გვარამიას პირველი კომენტარი
„ჩემი დაკავება ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას უკავშირდება“-ნიკა გვარამიას ეს განცხადება მედიასთან მისმა ადვოკატმა გაახმოვანა.
იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. სამართალდამცავები მის დაკითხვას ხვალ დაიწყებენ.
ნიკა გვარამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურთან, შპს „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენი“ ს დამფუძნებელ კახა დამენიასა და „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკთან ერთად დააკავა.
კომენტარი