ექსტრიმი მაღლივი კორპუსის ხიდზე, დაღუპულთა მიმოწერა და საბედისწერო ნახტომი
ამ ფოტოზე ერთი ძალიან მეგობრული და კეთილი გულის პატრონის, 25 წლის გოგა გოლეთიანის ერთ-ერთი წარმატებული ნახტომია აღბეჭდილი. ის, სხვა ექსტრემალების მსგავსად, „როუფ ჯამფინგით“ იყო გატაცებული, რაც ხიდიდან და კლდეებიდან სპეციალურად დამაგრებული თოკებით ხტომას ითვალისწინებს.
გოგა გოლეთიანის ნახტომი, რომელიც მან კვირა საღამოს კიდევ ერთ ექსტრემალთან, 23 წლის მარი ყანდაშვილთან ერთად შეასრულა, საბედისწერო აღმჩნდა. ცნობილია, რომ თოკის მაქსიმალურ დატვირთვად „როუფ ჯამფინგის“ დროს 120 კგ არის მიჩნეული. გოგამ და მარიმ ერთად გადახტომა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ამის გაკეთებას უშლიდნენ, ახალგაზრდები მაინც გადახტნენ. ერთ-ერთი ვერსიით, თოკმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაწყდა, ახალგაზრდებმა კი სასიკვდილო ტრამვები მიიღეს: მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდი 50 მ სიმაღლისაა. ხიდიდან საფრენ მანძილად მიჩნეული სივრცე დაახლოებით 30 მეტრია.
„როუფ ჯამფინგი“ ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა და დიდი ხანი არაა, რაც საქართველოში ოფიციალურად მოქმედებს. სპორტის ამ სახეობის სეზონი სექტემბრამდე დაიხურა, მაგრამ კვირას ჩატარებული აქციით „ჯამფინგელებს“ ქართველი ალპინისტების დახმარება სურდათ და შემოსული თანხა მთლიანად მათ უნდა გადაცემოდათ. ხიდიდან გადახტომის ფასი 50 ლარია.
გოგა გოლეთიანი და მარი ყანდაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“ მეგობრობდნენ. 23 წლის მარი წერდა, რომ ბოლო დროს კლდეზე ცოცვამ გაიტაცა. გოგა ჯამფინგით იყო გატაცებული და ხშირად აქვეყნებდა ხიდიდან გადახტომის დროს გადაღებულ ფოტოებს.
„აუ, რა მაგარია და როგორ მინდა მეც!..“ - დაწერა ერთ-ერთი ასეთი სურათის კომენტარად მარიმ, რასაც მაშინვე გამოეხმაურა გოგა და მორიგი ხტომის დროს წაყვანა შესთავაზა. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ გარდაცვლილთა საჯარო მიმოწერას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმოწერის შემდეგ გაუმძაფრდა მარის ხიდიდან გადახტომის სურვილი...
Mari Kandashvili ee ra magariaa da rogor minda meeeecc ......
Goga Goletiani cagikvan mere da gadagagdeb tu ar damavickda!! ;)
Mari Kandashvili aa shen maqedan gadmogagdees? me kide mgonia xtebian xolme :D
Goga Goletiani es shen gitxari gadagagdeb tko, torem me tavistavad gadavxti!!! ;))
Mari Kandashvili ragac aramgonia mec ro vinmes daxmareba damchrdes xididan gadaxtomashi ;) )))
Goga Goletiani kochagi gogo xar!!! ;))
კომენტარი