სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს ვერ შეძლებთ საკუთარი თავის ხელში აყვანასა და გაკონტროლებას. გაგიჭირდებათ მუშაობაც, ამან კი შესაძლოა თქვენი ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ დაკისრებული მოვალეობები რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ და საღამოს, გამონთავისუფლებული დრო მხოლოდ საკუთარ თავსა და მეგობრებს დაუთმოთ.

კურო: დღეს შესაძლოა ისეთ ადამიანებთან შეხვედრა მოგიწიოთ, რომლებიც წარსულს უკავშირდებიან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნეგატიური მოგონებები თქვენს დადებით განწყობას განაპირობებს. ეს საშუალებას მოგცემთ საკუთარი თავის ძალა შეიგრძნოთ და მიხვდეთ, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვა მარტივად შეგიძლიათ.

ტყუპები: დღეს შესაძლოა ჯგუფური სამუშაოს შესრულება მოგიწიოთ, ეს კი არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდება თქვენთვის. ეცადეთ კონფლიქტის წამოწყების მიზეზი არ გახდეთ, თორემ შექმნილი ვითარებიდან დაზარალების გარეშე გამოსვლა ძალიან გაგიჭირდებათ. იყავით მობილიზებული მხოლოდ საკუთარ საქმეზე და ყოველგვარ დეტალს კარგად დაუკვირდით.

კირჩხიბი: ეცადეთ დღეს რაიმე ისეთი საქმის გაკეთებას, რაც თქვენთვის სასარგებლო იქნება. აუცილებლად შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები და გამონთავისუფლებული დრო ახლობლებსა და მეგობრებს დაუთმეთ. ეცადეთ მათ საკუთარ პრობლემებზე გაესაუბროთ და მათი რჩევების გარკვეული ნაწილიც აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ლომი: რა თქმა უნდა თქვენი ენერგია უსაზღვრო არ არის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მონდომების შემთხვევაში თქვენ ნებისმიერი საკითხის გადაჭრას შეძლებთ. ეცადეთ იყოთ ობიექტურები, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და არც რეალობას არ მოწყდეთ.

ქალწული: დღეს შესაძლოა თქვენს მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი წარმოიქმნას. ეცადეთ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება მშრალად გამოხვიდეთ. თუ შესაძლებელი იქნება არ ჩაერიოთ, რადგან ეს თქვენზე დადებითად არ იმოქმედებს. მიუხედავად ამისა, სიტუაცია გააკონტროლეთ და თითოეული დეტალი კარგად გაითავისეთ.

სასწორი: დილიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეების გაგებას შეძლებთ. ეს ყოველივე კი თქვენი სამუშაო დღის წარმატებას განაპირობებს. მოზღვავებული ენერგია რაც შეიძლება რაციონალურად გადაანაწილეთ და საღამოს საათები თქვენი შთაბეჭდილებების მეგობრებისთვის გასაზიარებლად გამოიყენეთ.

მორიელი: სამომავლოდ გარკვეული დაბრკოლებები და სირთულეები გელით. ამიტომ, კარგი იქნება წინასწარ თუ შეძლებთ მომზადებას. ეს სირთულეები განაპირობებს პრობლემების წარმოქმნას როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. რაც შეიძლება მედგრად უნდა შეხვდეთ აღნიშნულ ვითარებებს, რადგან რეაბილიტაცია სწრაფად მოახერხოთ და ჩვეულ სიტუაციაში დაბრუნდეთ.

მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა სამსახურში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოთ. რა თქმა უნდა ეს ყველივე თქვენი ხასიათის პოზიტიურობას განაპირობებს. ამიტომ დილით, სახლიდან გასვლისას სწორად შეარჩიეთ სახის გამომეტყველება, ნეგატივზე უარი თქვით და მხოლოდ დადებითისთვის განეწყვეთ.

თხის რქა: უახლოს მომავალში ვერ შეძლებთ თქვენი პრობლემების მოგვარებას, დაღლილობა სწორად აზროვნების საშუალებას არ მოგცემთ. ამიტომ, კარგი იქნება რამდენიმე დღით სამსახურიდან თუ გაენთავისუფლებით და თქვენი დაბრკოლებების გადალახვის გზებზე დასვენებული გონებით იფიქრებთ.

მერწყული: გარკვეული დროის წინ ახალი მეგობრები შეიძინეთ. დღეს აღმოაჩენთ, რომ ამ ადამიანებისგან ბევრი რაიმეს სწავლაა შესაძლებელი. ეცადეთ მათთან ურთიერთობას მაქსიმალური დაკვირვებით მოეკიდოთ.

თევზები: დღე სიახლეებით იქნება აღსავსე. ეს სიახლეები კი თქვენთვის მეტად სასიამოვნო აღმოჩნდება. საშუალება გექნებათ დრო შეუდარებლად გაატაროთ, მაგრამ კარგი იქნება საკუთარი თვის გაკონტროლებასაც თუ შეძლებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100