სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, "ტაეკვანდოს" მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას არ ვიცი - მდინარაძე პრეზიდენტზე

გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, "ტაეკვანდოს" მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას არ ვიცი - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის დღეს, მთავრობის მიერ ორგანიზებულ ზეიმზე, სადაც სტატუსის მიღება უნდა აღნიშნონ, გამომსვლელთა სიაში არაა.

მდინარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე ხალხისთვის ტავის მოსაჩვენებლად მიდის, რომ ანახოს საზოგადეობას, თითქოს ეზეიმება.

"ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობდა თავის ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება, ამბავში უნდა გაერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს, არ აქვს, მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს, იმპიჩმენტი მას შემთხვევით ჩვენ არ გამოვუცხადეთ, ბევრი უხერხულობაც ავირიდეთ თავიდან და დავაფიქსირეთ, რომ ეს ადამიანი ვინც აირჩია, იმ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას აღარ მიაჩნია პრეზიდენტად, შესაბამისად, სცენარი როცა გაიწერა, ამ სცენარში მე ვიცი, რომ მთავრობა ამაში ჩართული იყო, ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული. ტაეკვანდოს მეთოდებით თუ შეეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცეებს ეს არ ვიცი", - ამბობს მდინარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100