სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან - კობახიძე კრამონზე

"ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს არის შესაბამისი უწყების პრეროგატივა. ალბათ ჰქონდა საკუთარი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. ვიოლ ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომელიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ.

მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით - მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე.

თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი გუშინ, 7 სექტემბერს ნიკა გვარამიასთან საპატიმროში არ შეუშვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100