ბოლნისში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება ცოლის ცემა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა
ბოლნისში 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.მ. ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა - 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით.
კომენტარი