სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება და ძლიერი ქარი იქნება. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +20 გრადუსსა და უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +21 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღე არის შესაძლებელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +15 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმიან დღესა და +22 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

+20 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ბაკურიანში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს ძლიერი ქარი.

წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +12 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია უხვი ნალექი.

უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში ქარის მატებაა მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100