სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება

დღეს, 12:00 საათიდან, თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება. დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge. საზაფხულო ბაღების სერვისს წელს 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში მიიღებს.

მათი განმარტებით, რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სავალდებულო ველები სასურველი რაიონის, საბავშვო ბაღის, ასაკობრივი ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

ცნობისთვის, თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში: გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186; დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182; კრწანისის რაიონი -N51, N206; მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162; ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112; სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72 და ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100