თიბისი ავტოპარკს ეკომეგობრული ავტომობილებით ანახლებს
თიბისი ბანკის ავტოპარკში ავტომობილები ეტაპობრივად ეკო მანქანებით ჩანაცვლდება. ძველი მანქანების ჰიბრიდის ტიპის ავტომობილებითა და ელექტრომობილებით შეცვლის პროცესი უკვე დაიწყო და პირველ ეტაპზე 35 ავტომანქანა ჩანაცვლდა.
ახალი ავტომობილების წყალობით, თიბისიმ უკვე საგრძნობლად შეამცირა CO2 -ის გამოყოფა: ჩანაცვლებამდე 35 ავტომობილზე საშუალოდ თვეში 12,549.000 გრამი CO2 გამოიყოფოდა. ახლანდელი მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 5,016.000 გრამი გახდა.
ეკო მანქანებით სარგებლობა თიბისის ერთ-ერთი ნაბიჯია თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. კვლევების თანახმად დაბინძურების ძირითადი მიზეზი სწორედ მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევებია და მისი უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის.
კომენტარი