კალაძის კომენტარი სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით
ენეგრეტიკის მინისტრი კახი კალაძე ყოფილი პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. კალაძის კომენტარი მისმა პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ყოფლი პრეზიდენტის, ისევე როგორც ყოფილი მაღალჩნოსნების შესახებ გაჩენილი კითხვები პროკურატურაში არის ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერ სახელმწიფოში და ცხადია ეს პროცესი შეუქცევადია, რა პოლიტიკური ან სხვა სახის სპეკულაციებს არ უნდა მიმართოს მისმა ნებისმიერმა მხარდამჭემრა.
რაც შეეხება უცხოელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს ამასთან დაკავშირებით-ეს არის სტანდარტული მინიშნება, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული, ხოლო ოდნავი გადაცდენა ქვეყანას ჩაითრევს რევანშის მორევში, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის და დემოკრატიის განვითარებას. არაფერი უცნაური და განსაკუთრებული ამ განცხადებებში არ არის და რაც მთავარია ეს არანაირად არ ისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და დაგეგმილ ურთიერთობებზე.
ვურჩევთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავი შეიკავონ დესტრუქციული განცხადებებისგან, რაც ზედმეტ დისკომფორტში აგდებს საზოგადოებას და იწვევს აგრესიის აკუმულირებას მათ მიმართ. ის საქმეები, რის გამოც დაბარებულია სააკაშვილი დაკითხვაზე, წლიდან წლამდე გადადიოდა როგორც პასუხგაუცემელი კითხვები და მაგალითი თუ როგორ ირგებდა ხელისუფლება კანონს თავის თავზე. იმ წლებში საქართველოდან საგანგაშო რაოდენობის საქმე მიიღო წარმოებაში სტრასბურგმა, ეს მაჩვენებელია, რომ ნაციონალური რეჟიმის დროს არსებული უკანონობა გამოძიების და სამართლიანობს აღდგენას საჭიროებს, რაშიც შესაბამისი ევროსტურქტურები აქტიურად გევხმარებიან.“ - ნათქვამია განცხადებაში
კომენტარი