სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Playboy სილიკონისა და ფოტოშოპის გარეშე

Playboy ყველაზე ცნობილი ამერიკული ჟურნალია მამაკაცებისთვის, რომელიც შიშველი ქალების ფოტოების, ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ჟურნალისტური რეპორტაჟების პუბლიკაციებზე სპეციალიზირდება.

ჟურნალი 1953 წელს ჰიუ ჰეფნერმა კოლეგებთან ერთად დაარსა. ჟურნალის ხარჯების ნაწილს ჰეფრენის დედა აფინანსებდა. მას შემდეგ ჟურნალი იმით იყო პოპულარული, რომ ყოველთვიურად ცნობილი ქალების სენსაციურ შიშველ ფოტოებს აქვეყნებდა.

Playboy-ს ფოტოსესიებში მონაწილეობა მიუღიათ მერილინ მონროს, ელიზაბეტ ტეილორს, მადონას, სინდი კროუფორდს, ნატალია ნეგოდას, ჯოან კოლინზს, ნასტასია კინსკის, შერონ სტოუნს, დრიუ ბერიმორს, შარლიზ ტერონს და კიდევ ბევრ მომღერალ, მსახიობსა თუ სპორტსმენს.

გარდა ლამაზი ქალების ფოტოებისა ჟურნალში ქვეყნდება სტატიები მოდაზე, სხვადასხვა საქონელზე, სპორტზე და ა.შ.

ჰიუ ჰეფნერს ესმოდა, რომ შიშიველი ქალების ფოტოები მიმზიდველი ყდა იყო, მაგრამ მკითხველის შენარჩუნება სხვა რამით იყო საჭირო. ამიტომ ჟურნალში ყოველთვის იბეჭდებოდა კარგი ლიტერატურა. Playboy-ის ფურცლებზე წერდნენ სტივენ კინგი, იან ფლემინგი, ვლადიმირ ნაბოკოვი, არტურ კლარკი, სტანისლავ ლემი და სხვები.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში ჰეფნერს არაერთხელ უთქვამს, რომ არასდროს სურდა Playboy სექსზე ჟურნალი ყოფილიყო. პირიქით, ეს გამოცემა ეთმობოდა ცხოვრების წესს, სადაც სექსი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა ძირითადი.

ჟურნალში ასევე იწერებოდა "ცხელი" პოლიტიკური სტატიები. თვით მარტინ ლუთერ კინგი განიხილავდა იქ ფერადკანიანი მოსახლეობის პრობლემებს, ფიდელ კასტრო რევოლუციურ ბრძოლაზე ჰყვებოდა. ასევე Playboy-ში იბეჭდებოდა სენატორების ინტერვიუები, რომლებიც ადრე ჟურნალის წინააღმდეგები იყვნენ.

დროთა განმავლობაში ადამიანები ამ ჟურნალს შეეჩვივნენ. მართალია Playboy დღეს უკვე ისეთი აღარაა, როგორც ადრე, როგორც არც ის ქალები, რომლებიც ჟურნალისთვის იხდიდნენ. ჟურნალის ყდაზე მოსახვედრად ქალები ხშირად იდიდებენ მკერდს, ტუჩებს ათასგავრ ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ, რასაც კი ექიმები ვერ ასწორებენ სამქეში უკვე ფოტოშოპი ერთვება და მოკლედ ვერ გაიგებ ნამდვილია ეს ქალი თუ ხელოვნური.

ამ ფოტოგალერეაში გვინდა შემოგთავაზოთ Playboy სილიკონისა და ფოტოშოპის გარეშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100