საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 233-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 101 415-მა მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 334 705 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 315 254, გარდაიცვალა 4 540 პაციენტი.
კომენტარი