ხათუნა ოჩიაური: „ღალატის გარდა ამას სხვა სახელი არც აქვს“
ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვა, ყირგიზეთში მომხდარი გადატრიალება - ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ ამ ორი მოვლენის თანმიმდევრულ დამთხვევაში რუსეთის ხელი ერიოს. რუსეთი ცდილობს შეცვალოს მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ამისთვის ბინძურ მეთოდებს მიმართავს - ასეთია იმ ადამიანთა მოსაზრება, რომლებსაც კარგად ესმით კრემლის მიერ აღებული კურსი. მოვლენების ამგვარ განვითარებაში რუსეთის ხელწერას ხედავს უმრავლესობის წარმომადგენელი ხათუნა ოჩიაურიც. ხათუნა ოჩიაურმა „დრონი.ჯი“-სთან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
„დრონი.ჯი“: გამოითქვა ვარაუდები, რომ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულად დაღუპვაში რუსეთის ხელი ურევია...
ხათუნა ოჩიაური: პირველ რიგში, აღსანიშნავია ლეხ კაჩინსკის ღვაწლი, რომელიც მან საქართველოს გაუწია. ის იმ ღირებულებების ადამიანი იყო, რომელი ღირებულებებიც ცივილიზებულ სამყაროშია დამკვიდრებული. ის იყო თავისუფლების, ადამიანის უფლებების ქომაგი და ყოველგვარი კოლონიალიზმის წინააღმდეგი. ლეხ კაჩინსკი იყო მებრძოლი და იდეალისტი ადამიანი. ის იყო ლიდერი ევროპაშიც, როგორც იდეალისტური პოლიტიკის გამტარებელი. მთელი პროგრესული მსოფლიო გლოვობს ლეხ კაჩინსკის დაღუპვას.
იგი ყოველთვის რეალურად ხედავდა, რა ხელისუფლება ჰყავს დღეს რუსეთს, რა არის მათი პრიორიტეტები და სტრატეგია. ლეხ კაჩინსკი იმდენად დაპირისპირებული იყო რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომ, ბუნებრივია, ყველა ადამიანს გაუჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია.
ამ თემის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და დაისმება კიდეც. ცოტა უცნაურია, პრეზიდენტის თვითმფრინავი ასე გაურკვევლად წამოსდებოდა ხეებს და განეცადა ავიაკატასტროფა. ამიტომაც არის აუცილებელი საერთაშორისო და პოლონური და არა რუსეთს მინდობილი გამოძიება.

- რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში კრემლის მიზანი?
- ეს რომც არ დადასტურდეს, რუსეთს მოვლენები მიჰყავს ძალიან ცუდი მიმართულებით. პუტინმა განაცხადა პირდაპირ და ეს არაა ჩვენი ვარაუდი, არც რაიმე თეორიებს ვეყრდნობით, გეოპოლიტიკურ ტრაგედიად აღიქვამს საბჭოთა კავშირის დაშლას. რუსეთი ყველანაირად ცდილობს სტალინის სახელის რეაბილიტაცია მოახდინოს.
პუტინმა დადგა ძერჟინსკის ძეგლი. ის არის ნამდვილი ჩეკისტი, კაგებეს თანამშრომელი და ემსახურება ისევ ბოლშევიკურ იდეალებს. ამას არც მალავს და სრულიად დაუფარავად აცხადებს, რომ მას უნდა თავისი იმპერიის გაფართოება არა რეფორმების გზით, არამედ ძალადობრივი მეთოდებით.
ყველას კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფ სახელმწიფოებს, რა ბინძური მეთოდებით აშენებდნენ ბოლშევიკურ სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირს, ჩეკისტები და კომუნისტები. ამიტომაც მათი იდეოლოგიის გამტარებელი პოლიტიკოსი უბრალოდ სხვა მეთოდებით ვერც იხელმძღვანელებს. პუტინს მოსწონს ამგვარი მეთოდები და იდეოლოგია.
- ყირგიზეთში მიმდინარე გადატრიალებას რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ?
- ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებზეც ანალოგიური დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ. დროებითი მთავრობა, რომელიც მოვიდა ყირგიზეთში, უკვე პრორუსული განცხადებებით გამოდის. ემუქრებიან ამერიკის ბაზებს და ყირგიზეთის მიერ აღებულ კურსს. ამიტომ ადვილი სავარაუდოა, რომ გადატრიალება არ მოხდებოდა რუსული სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე.
- ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვა, ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენები და უკრაინა, საით მიდის მოვლენები, ახლა ვისი ჯერია? შემდეგი საქართველოა?
- პუტინისთვის ძალიან დიდი პრობლემაა სააკაშვილი. როცა რუსეთში სააკაშვილზე აგრესიულად საუბრობენ, გულისხმობენ სააკაშვილისვე აღებულ კურსს, რომელსაც წინ მიუძღვის ჩვენი პრეზიდენტი. ეს კურსი არის ჩვენი თავისუფლების გარატნი. ეს არაა სააკაშვილის კურსი, ის ეყრდნობა ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის ნებას.
ქართველმა ხალხმა კი თავისი ნება 20 წლის წინ რეფერენდუმზე გამოხატა. მაშინ ქართველმა ერმა, მიუხედავად უდიდესი პროპაგანდისა, 98% დააფიქსირა, რომ მათ სურდათ თავისუფლება. ამ 98%-ში შედიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ეროვნებით აფხაზები და იმ ავტონომიურ ოლქებში მცხოვრებლები, რომელიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
ქართველი ხალხის ნება არის თავისუფლება და დემოკრატიული სამყაროს ღირებულებების გაზიარება. ეს არის ნატოში ინტეგრაცია. მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის ნებას.

- პოლიტიკურად ცხელი ზაფხული ხომ არ გველის?
- საქართველოში რუსეთს რეალური დასაყრდენი არა აქვს. პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთში ხშირად დადიან და ხელს აწერენ გაურკვეველ მემორანდუმებს, რუსეთის მმართველ პარტიასთან რეალურ დასაყრდენს არ წარმოადგენენ. ხალხში ამ იდეებს დასაყრდენი არა აქვს, რადგან ეს პოლიტიკოსები არ არიან რეიტინგულები.
ჩვენი სახელმწიფო კი ბევრად ძლიერია, ვიდრე ოციან წლებში იყო. 1991 წელს, რუსეთის ინსპირირებით საქართველოს მაშინდელი კურსის ხელოვნურად შეჩერება მოხდა და დსთ-ში ძალით გაწევრიანება. დღეს კი ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი პარტნიორებისა.
მე ზაფხულში არეულობას არ ველი, თუმცა ამის მცდელობა იქნება. ისევე დამთავრდება კრახით, როგორც ეს ბოლო წლებში დამთავრებულა.

- რუსეთში ვიზიტორები მიიჩნევენ, რომ გულწრფელები არიან!
- გულუბრყვილობაა ამ ვიზიტორების გულწრფელობაზე ვიფიქროთ. ისინი პრორუსულ იდეოლოგიას ამკვიდრებენ საზოგადოებაში. პოლიტიკოსმა არ შეიძლება თავისი ქვეყნის მოწყობის მოდელად აირჩიოს რუსეთი. არსებობს ევროპული სახელმწიფოები და ამერიკა. ამ ოპოზიციონერებისთვის რომ რუსეთი მისაღები იყოს, მაშინ თავიანთ შვილებს სასწავლებლად ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში კი არ გაუშვებდნენ, არამედ გააგზავნიდნენ რუსეთის რომელიმე ქალაქში.
კრემლში ვიზიტორი ოპოზიციონერები, რუსეთი რომ მოსწონდეთ, ევროპული, ან იაპონური მაღალი კლასის მანქანებით კი არ ივლიდნენ, არამედ „მოსკვიჩით“. რუსეთი რომ მოსაწონი იყოს, ეს ოპოზიციონერები მილანში კი არ „იშოპინგებდნენ“, სადაც ძალიან ხშირად დადიან, არამედ წავიდოდნენ ტამბოვში. რეალურად მათ არა აქვთ პრორუსული ორიენტაცია, უბრალოდ, ცდილობენ, რომ ხალხი მოატყუონ და აუბნიონ გზა-კვალი დიდი ანაზღაურების ფასად. მათ აქვთ დიდი ამბიცია და ამბიციას ვერ იკმაყოფილებენ. ისინი ბუნებრივად, ხალხის ნებით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ეს მათ ძალიან კარგად იციან.
- არის თუ არა სამშობლოს ღალატი, რასაც ისინი აკეთებენ?

- ღალატის გარდა ამას სხვა სახელი არც აქვს. ეს არის სამშობლოს ღალატი. როცა ორჯონიკიძე მეთერთმეტე არმიას საქართველოში მოუძღოდა, ისიც არ იტყოდა, რომ სამშობლოს ღალატობდა, მაგრამ ღალატი იყო. სამოცდაათი წლის მანძილზე საქართველოში სერგო ორჯონიკიძის სახელის აღზევება მიმდინარეობდა და მას ძეგლებიც კი დაუდგეს. შემდეგ კი ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ამიტომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს რუსეთში ჩადიან, აზიანებენ თავიანთ გვარს. შთამომავლობას საშინელ მომავალს უტოვებენ.
- თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ღალატია, რატომ მიუშვა მოვლენები თავის ნებაზე?
- ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას დემოკრატიული ღირებულებების აღიარების და გათავისების კურსს. ადამიანებს უფლება აქვთ გამოთქვან ნებისმიერი აზრი, თუ ეს გამოთქმული აზრი არ გადადის კრიმინალურ მოქმედებაში.
ამ ეტაპზე, სანამ ეს კრიმინალად არ გადაქცეულა, არა გვაქვს საფუძველი მათ წინააღმდეგ რაიმე ღონისძიებები ჩავატაროთ. შსს და უშიშროება შესაძლებელია სწავლობს ოპოზიციასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ მათ მოქმედებაში რაიმე კრიმინალური შეინიშნება, მაშინ, რა თქმა უნდა, აღიძვრება კიდეც სისხლის სამართლის საქმე.
ჩვენ სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ ვერც რუსეთი და ვერც პრორუსული ოპოზიცია ხალხში დასაყრდენს ვერ იპოვის. კრემლში მოსეირნე ოპოზიციონერები ქვეყანას კი არა, თავიანთ თავს და შთამომავლობას აყენებენ ზიანს.

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი