ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
კომენტარი