სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტო, რომელიც ყველაფერს ამბობს - და-ძმის პირველი შეხვედრა ავარიის შემდეგ, რომლის დროსაც მშობლები და უმცროსი და დაკარგეს

ეს საშინელი ტრაგედია გასულ თვეს, 7 აპრილს მოხდა - 31 წლის ჯიმ კლემენსი, მისი 29 წლის მეუღლე კარისა და მათი 2 თვის ქალიშვილი ჯულიანა საშინელი ავტოკატასტროფის დროს დაიღუპნენ. მანქანაში მათთან ერთად უფროსი შვილები იმყოფებოდნენ - 8 წლის ენჯი, 5 წლის ზაჰარი, 4 წლის უაიეტი და 2 წლის ნიკოლასი, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს.

ზაჰარმა შემთხვევის შედეგად ხერხემალი დაიზიანა და ახლა ის ეტლით სარგებლობს. ის თავის და-ძმასთან, ენჯისთან და ნიკოლასთან ერთად უკვე სახლში იმყოფება და თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რაც შეეხება 4 წლის უაიეტს, მას ჯერ კიდევ სტაციონარში უწევს ყოფნა, რადგან ბიჭუნას მდგომარეობა სხვებთან შედარებით მძიმე იყო და ის ახლა ნაწილობრივ პარალიზებულია.

საავადმყოფოში მომუშავე მედდამ ჟურნალისტებთან ძალიან ამაღელვებელი ისტორია მოყვა - როდესაც ენჯი კომიდან გამოვიდა, მან უაიეტის ნახვა ითხოვა. მედიკოსებმა ამ თხოვნაზე უარი ვერ უთხრეს, გოგონა მიიყვანეს უმცროს ძმასთან და როდესაც ენჯიმ უთხრა „გაიღვიძე, შენ მე მჭირდები“, უაიეტი გამოფხიზლდა. მედდა ასევე იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ენჯი კომაში იყო და უაიეტი, რომელსაც ძალიან სტკიოდა დაზიანებული სხეული, არ ტოვებდა დაიკოს ლოგინს, გვერდით ეჯდა და მისი ხელი ეჭირა დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა შემდეგ ექიმის მითითებით ბიჭუნა თავის პალატაში დააბრუნეს.

ბავშვებზე მეურვეობა მათ ბებიას გადაეცა, რომელსაც ყველა პრობლემასთან გამკლავება უჭირს, ის ჯერ კიდევ ვერ უმკლავდება შვილის, რძლისა და შვილიშვილის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს, გარდა ამისა, ბავშვებს რეაბილიტაციისთვის უამრავი რამ სჭირდებათ, თუმცა ტერეზა იმედოვნებს, რომ პატარები გადალახავენ ამ რთულ პერიოდს, რადგან ერთმანეთი ძალიან უყვართ და ეს სიყვარული, გამხნევება და გვერში დგომა ყველაფერს დააძლევინებს მათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100