მეცნიერებმა მიაგნეს ხილს, რომელიც შიმშილის პრობლემას გადაჭრის
მეცნიერების ახალი აღმოჩენა - ეგზოტიკური ხილი, რომელიც ისეთივე ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს, როგორსაც ხორცი და ის შიმშილის პრობლემას გადაჭრის. ისეთ სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, ჯეკფრუტი ყველაზე საჭირო ხილია კრიზისის დასაძლევად.
ჯეკფრუტი დიდი რაოდენობით კალცსაც შეიცავს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის სწორად განვითარებას. მისი გემო არც თუ ისე სასიამოვნოა, თუმცა შიმშილის შეგრძნებას კლავს და ადამიანის დანაყრება შეუძლია.
ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ხილის გემოს მიუხედავად, ის მალე ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო გახდება მსოფლიო ბაზარზე. მისი მირთმევა სხვადასხვა ფორმაში შეიძლება - ცოცხლად, შემწვარ და მოხარშულ მდგომარეობაში.
კომენტარი