სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კარგი იყო შენ და ცოტნე რომ ანაფორებით შემოვარდით ნორა გაბისკირიას პანაშვიდზე"- ბახვა ბრეგვაძე "ჩცდ"-ს დასრულებას ასე ეხმაურება

ბახვა ბრეგვაძე გიორგი ბახუტაშვილთან ერთად „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებებს იხსენებს და ნახეთ, რას წერს მე-11 სეზონის დასრულების შემდეგ:

-ვაიმე ბახვა მე კი არ ვუყურებ ამ "ჩემი ცოლის დაქალებს" მაგრამ ... აი ის ძალიან კარგი იყო შენ და ცოტნე რომ ანაფორებით შემოვარდით ნორა გაბისკირიას პანაშვიდზე , აუ ისიც ძალიან კარგი იყო ბებიაშენი დოდოს სახლის ფანჯრიდან, ის აფერისტები რომ გამოიჭირე ..... აუ და იმაზე გავგიჟდი, შენ და ცოტნე სახლში რომ დაბრუნდით და მონტანები რომ დაგხვდნენ ჩუმად - ვა ვა ვააა-ს რომ იძახი ბოლოს .... თან ამ დროს ბჟირდებიან ,მაგრამ მაინც ბოლოს აუცილებლად აყოლებენ : აი მარტო ეგ მაქვს ნანახი და , უი კიდევ ის რომ გაწამეს -რაღა ეგ ვნახე რაა,მოვკვდი ნერვიულობით. მეგობრებო !!! მეტი ლამის მეც არ მახსოვს :)))))) არადა ჩემამდეც ვუყურებდი,ჩემ დროსაც და ჩემს მერეც)) მართლა ყველაფერი გინახავთ ! :) კარგი ხო , ვიცი რომ არ უყურებთ :)) ისიც მახსოვს სულის ამოხდამდე ბევრი კითხვებით რომ მიტევდით : მითხარი რაა , ის იმასთან რას იზამს ?! ამ სიტუაციიდან როგორ გამოძვრებით თუ გამოძვრებიან?! ის იმის შვილი აღმოჩნდება?! და სადღაც მერე თქვენ კომენტარს ვკითხულობ : აუუ ყველა უყურებს ამ სერიალს და მე ვერ ჩავუჯექი რაა :) ნეტავ რას ნიშნავს ეს ?! ტეხავს სერიალი რომ მოგწონს და უყურებ ? თუ ის ტეხავს ქართული რომ მოგწონს ? თუ რაც ყველას მოსწონს ის არაფრით არ უნდა მოგწონდეს შენ , რომ სხვების თვალში რაღაცით მეტი, ორიგინალური და უცნაური გამოჩნდე :) თუ ის არის დაუჯერებელი და გამაღიზიანებელი რომ ქართველები ძალიან მაღალი ხარისხის სატელივიზიო პროდუქტს ქმნიან ?! დაზღნარდით …თუ გინდათ უყურეთ თუ გინდათ ნუ უყურებთ :) ვინც მართლა არ უყურებთ , თქვენ ნამდვილად ორიგინალურები ხართ :) როგორ მოახერხეთ :)))) თუმცა არ არის გვიან , ნახეთ - ძალიან გაერთობით :) მოკლედ ვულოცავ ჩემ საყვარელ Formula Creative-ს კიდევ ერთი , ძალიან კარგი სეზონის წარმატებით დასრულებას :) love you all !! You are the best !

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100