სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსუალურობის სტანდარტები 10 წელიწადში ერთხელ იცვლება-ასეთია მისი ისტორია 1910 წლიდან დღემდე

სილამაზის სტანდარტები, რომ დროსთან ერთად იცვლება ეს ცნობილი ფაქტია, მოდის ტენდენციებს ემორჩილება არამხოლოდ სამოსი არამედ ქალის სხეულის ფორმებიც.

მაგალითად:

1910-იან წლებში მოდური გახლდათ ე.წ. გიბსონის გოგონები, არც ისე თხელი კიდურებით, წვრილი წელით, დიდი უკანალითა და მკერდით. ამ პერიოდში ყველაზე იდეალური სხეულის მქონე ქალბატონებად ითვლებოდნენ კამილა კლიფორდი და ეველინ ნესბიტი.

10 წლის შემდეგ მოდა შეიცვალა და მეოცე საუკუნის 20-იან წლებში იდეალური სხეული დიდ მკერდსა და უკანალს აღარ საჭიროებდა. ეს გახლდათ მოზარდი გოგონას სხეულის ათწლეული. ამ პერიოდში ყველაზე იდეალური სხეულის მქონე ქალბატონებად ითვლებოდნენ მუნჯური კინოს ვარკვლავები ოლივ ტომასი და ალისა ჯოისი.

გავიდა კიდევ 10 წელი და მოდური გახლდა ქალბატონები განიერი თეძოებით. ამ პერიოდის სექსიმბოლო გახლდათ კინოვარსკვლავი ფსევდონიმით ქერა ხელყუმბარა (blonde bombshell)

მეოცე საუკუნის 40-იანი წლების დადგომასთან ერთად გამოკვეთილი ფორმები მოდიდან გადავიდა და სილამაზის ეტალონად კეტრინ ჰეპბერნის მსგავსი სხეულის ქალები იქცნენ. შესაბამისად ამ დროის ნომერ პირველი ქალბატონი ბრწყინვალე კინოვარსკვლავი კეტრინ ჰპბერნი გახლდათ.

50-იანი წლები მერლინ მონროსა და ელიზაბეტ ტეილორის ხანა გახლდათ. სექსუალურობა ამ ათწლეულიში მოდის მთავარი ტენდენცია გახლდათ, დიდი მკერდი, განიერი თეძოები და დახვეწილი სხეული მეოცე საუკუნის შუა ხანის მთავარი მოთხოვნა იყო.

60-იანი წლების მოდამ ქალბატონებისგან სიგამხდრე და მაქსიმალურად თხელი სხეული მოითხოვა. ამ ათწლეულში იდეალური სხეულით თავს იწონებდნენ სუპერმოდელები ტვიგი და ჯინ შრიმპტონი.

70-იან წლებში დიდი გადატრიალება მოხდა, რადგან მოდაში შემოვიდა თხელი სხეული განიერი მხრებით. ამ პერიოდის ნომერ პირველი ლამაზმანი გახლდათ ფარა ფაუსეტი.

80-იანი წლები სუპერმოდელების ხანა გახლდათ. მაღალი, ათლეტური აღნაგობის, გრძელფეხება გოგონები ამ ათწლეულში ყველაზე ლამაზებად და სექსუალურებად ითვლებოდნენ. ამ პერიოდის სტანდარტების ზუსტი მაგალითები არიან მოდელები ელ მაკფერსონი და ლინდა ევანგელისტა.

90-იანი წლები სკილეტების ხანა იყო. მაქსიმალურად გამხდარი გოგონები, მოზრდილი მკერდის, თეძოსა და უკანალის გარეშე. ამ პერიოდში ტენდენციური სექსუალურობისა და სილამაზის ეტალონი გახლდათ კეიტ მოსის სხეული.

ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან ერთად მოდური გახლდა „სხეული საკუთარი ხასიათით“. საუკუნის პირველი ათწლეულის მთავარი სექსიმბოლო გახლდათ ბრინტი სპირსი და ასევე ქრისტინა აგილერა.

10 წლის შემდეგ ანუ დღესდღეობით კი იდეალური სხეულით კიმ კადრაშიანი და ჯენიფერ ლოპესი ამაყობენ, რადგან ახლა მოდაშია თხელი სხეული დიდი უკანალით.

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ სტატიაზე მიბმული ფოტოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100